პროექტის “ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მეშვეობით”, რომელიც ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა -ის მხარდაჭერით, “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო” აცხადებს შესარჩევ კონკურსს “ერასმუს”+-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩოხატაურის და ონის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის

13.03.2024წ.

პროექტის “ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მეშვეობით”, რომელიც ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა -ის მხარდაჭერით, “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო” აცხადებს შესარჩევ კონკურსს “ერასმუს”+-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩოხატაურის და ონის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის.
პროექტი “STAY Alert Europe: Sensitive, Tolerant, Aware Youth” დაფინანსებულია “ერასმუს”+ პროგრამის ფარგლებში, ის ორ ეტაპიანია და ჩატარდება:
I ნაწილი: 28 აპრილი – 5 მაისი, ჰირშლუჰი, გერმანია.
II ნაწილი: 20-29 ივნისი, ქობულეთი, საქართველო.
შერჩეული კანდიდატი მონაწილებას მიიღებს პროექტის ორივე ნაწილში !
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი 10 მარტის 18:00-მდე, ელექტრონულ ფოსტაზე syc_guria@yahoo.com
მოთხოვნები:
– ასაკი 17-დან 26 წლამდე;
– ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
– მოტივაცია, რომ განივითაროს სხვადასხვა კომპეტენცია (საერთაშორისო გარემოში კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები და პრეზენტაციის უნარები);
– მზაობა, რომ აქტიურად ჩაერთოს პროგრამაში;
– მზაობა რომ მიღებული ცოდნა გაუზიაროს ადგილობრივ ახალგაზრდებს გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ.
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://cutt.ly/NwM8wc4d
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა