პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

by magda

20.04.2022წ.

პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
20 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ სორგითში და პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზაზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მდგომარეობას გაეცნო, რომელსაც შპს “ონის სერვის ჯგუფი“ ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად მთის ფერდობიდან მეწყრული პროცესების გააქტიურებამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა.
ამჟამად, პიპილეთი-სორგითის საავტომობილო გზა გამავალია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია უპრობლემოდ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content