18
6.10.2019წ.
სასიხარულო ინფორმაცია!
ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყრილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირიდან.
4-5-6 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყრილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის აღსაზრდელები.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
ნიკოლოზ ბუხრაშვილი ( 35 კგ).
ლუკა მაისურაძე (32კგ)
ლუკა გობეჯიშვილი (54 კგ)
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ტარიელ ბერელიძეს და პაპუნა გძელიშვილს.
წარმატებებს უსურვებს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.