17
30.12.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ააიპ ონის ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, პატარებმა აღმზრდელებთან ერთად შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიების დასასრულს პატარებს სადღესასწაულო საჩუქრები დაურიგდათ. ზეიმს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. სტუმრებმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ