07.01.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი მონაწილეობდა.
მსვლელობას ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი შეურთდნენ, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content