51
23.04.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მოდიდდა მდინარე რიონი და ქვედრულა,რომელმაც პრობლემები შეუქმნა 2020 წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
ადგილზე არსებული ვითარება სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმსა ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და კონტრაქტორ მეწარმეებთან ერთად მოინახულა.
სტიქიის კერებზე მობილიზებულია ტექნიკა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირება და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოები.