0
23.12.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის საჭიროების მქონე მოქალაქეებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ონში – ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის საჭიროების მქონე მოქალაქეებს სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
საახალწლო საჩუქრების დარიგება 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
