11
23.12.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისთვის წინასაახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების დარიგება დაიწყო.
ონის მუნიციპალიტეტში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, წინასაახალწლო სასურსათე ნობათი გადასცა.
აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ჩართულობით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კატეგორიაზე ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 დაზარალებულ ოჯახებზე გაიცა 17 500 ლარი. მიმდინარე წელს გასაცემმა თანხამ შეადგინა 5 000 ლარამდე, ხოლო მომდევნო წლიდან ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიზრდება 5 000 ლარით.