ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისათვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობას აგრძელებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

03.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისათვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობას აგრძელებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამ დროისათვის, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა სოფელს.

ინტენსიური სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე.

შემოვლითი გზა მოწყობილია სოფელი ღარი-ჯინჭვისის მიმართულებით.

სოფელ გლოლაში დასრულებულია მდინარე ბოყოს კალაპოტის ფორმირება.

სოფელ გლოლაში, შარდომეთსა და ნაკიეთში რეაბილიტირდა წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთები. კურორტ შოვის ტერიტორიაზე კი შეკეთდა დაზიანებული შიდასაუბნო გზა.
რეაბილიტირებულია სოფელ უწერას სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების 80% და გრძელდება ძველ გლოლაში შიდასასოფლო გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშაოები.

აქტიურად გრძელდება სამუშაოები ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენის მიზნით.
ლაგვანთაში, ნაკიეთსა და ქალაქ ონში მიმდინარეობს დატბორილი სახლების წმენდა.
დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე დაჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს გზის 129-ე კმ-ზე.
სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაოები გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზებზე.

საერთო ჯამში, უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერ-ჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენისა და მეხანძრე მაშველების დახმარებით, სოფელ ჭიორადან თერჯოლის რეფერალურ კლინიკაში გადაყვანილია პაციენტი ინსულტის დიაგნოზით.
ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა