ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები

by magda

05.08.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი- ლერი ბარნაბიშვილი, რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,ისინი პირადად შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხდება.
ამ დროისათვის ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სამძებრო სამაშველო ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი და ამოქმედებულია ცხელი ხაზი 598 913 089

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content