ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

08.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
8 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში და სოფელ სორში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საბავშვო ბაღში აღნიშნულ სამუშაოებს ამხანაგობა ,,დელტამშენი”ასრულებს .
ღირებულება შეადგენს 699 900 ლარს.
სოფელ სორში მიმდინარე სამუშაოებს შპს „ ცოტნე“ ასრულებს.
ღირებულება შეადგენს 599172,83 ლარს.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა