42
09.03.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში ცეცხლის კერები დღეს დილიდან შეინიშნება, არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია მინდვრის საფარზე დაახლოებით 500კვ.მ ფართობზე.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესს პირადად უწევს მონიტორინგს.
შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.