15
02.10.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წოლაში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მონიტორინგის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
პროექტის პირველ ეტაპზე სოფ. წმენდაურის გადასახვევიდან, სოფ. წოლის მიმართულებით 1 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით, პროექტი გარდამავალია და მე-2 ეტაპის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.
სამუშაოების ღირებულება 359 940 ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.