7
27.07.2023წ.
დასრულდა ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ზუდალი-სევის გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურის (მე-2 ეტაპის) დასრულებული სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა.
პროექტი 4 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო რკინა-ბეტონის არხები, ლითონის ზღუდარები, ფოლადის ცხაურები და გზის დამცავი კედლები.
პროექტის გამხორციელებისთვის საჭირო დაფინანსება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო