ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადგილობრი მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

by magda

03.03.2022წ.

2022 წლის 4 მარტიდან, ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადგილობრი მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართება, სადაც თითოეულ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება.
შეგახსენებთ , რომ გასული 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 60-ზე მეტი პროექტი განხორციელდა , რისთვისაც ჯამში 629686,99 მდე ლარი დაიხარჯა.
საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის, გარე განათების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტები დაასახელეს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content