26
04.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, 4 მარტს ფარახეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ფარახეთი, სევა, შარდომეთი, ჭიბრევი და ახალი ჩორდი იმყოფებოდა.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც “სოფლის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდება.
შარდომეთი – გარე განათების მოწყობა.
ჭიბრევი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ახალი ჩორდი – სანიაღვრე არხების მოწყობა
სევა – გზის რეაბილიტაცია , სტადიონის და გარე განათების მოწყობა .
ფარახეთი — წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
2021 წლის 4 მარტის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 14 ადმინისტრაციული ერთეულის 53 სოფელში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.