3
27.05.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 27 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლება მეფუტკრეობის განვითარებაში,
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიები
ფუტკრის ბიო მეთოდებით მკურნალობა
ფუტკრის დაავადებების კონტროლის ბიო საშუალებები
ტრენინგს ატარებდნენ გამოცდილი მეფუტკრე – ტრენერები: ეკა ციხისელი და გიორგი ორდინიძე. მათ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ფუტკრის ინვაზიური დაავადების ვაროატიზის შესახებ.
შეხვედრაზე ადგილობრივმა მეფუტკრეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლის კომპლექსური (IPM)მეთოდების შესახებ.