ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა გრძელდება

29.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა გრძელდება.
აღნიშნული საჩუქრები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კატეგორიის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემა.
დღეს, სახელმწიფო რწმუნებული -პაპუნა მარგველიძე, მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე , გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ირში იმყოფებოდნენ , ადგილობრივ მოსახლეობას წინასწარ მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული , სააღდგომო ტკბილეულის კალათები გადასცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა