33
რომელმაც მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლში შეხვედრა გამართა სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
27 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) – ლიკა ტორიკაშვილი, რომელმაც მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლში შეხვედრა გამართა სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე, რეგიონის ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე.
მსგავსი შეხვედრები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.