ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

by magda

27.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 27 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის წარმომადგენლები სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებს ანზორ მეგრელიშვილს და გიგა გლუნჩაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციის (Icsu – დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება )და სტუდენტური პარლამენტის მიერ წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტის შესახებ, იმსჯელეს მსგავსი ტიპის პროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტია „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი – შენი ქალაქი“ – მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას თვითონ მიიღონ მონაწილეობა მხარისათვის სასიკეთო პროცესების წარმართვაში.
ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ‘სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერისათვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content