ონის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საკვები პროდუქტებით დაეხმარება

by magda

25.12.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საკვები პროდუქტებით დაეხმარება.
აღნიშნული კამპანია ‘’სოკარ ენერჯი ჯორჯიას’’ გენერალური დირექტორის ბატონ მაჰირ მამმედოვის ინიციატივით და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.
 სასაჩუქრე საკვები პროდუქტები დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა და მისი დარიგება, შესაბამის ბენეფიციარებზე, წინასაახალწლოდ განხორციელდება.
 სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა კომპანიას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის.
 პანდემიის პერიოდში კომპანია ‘’სოკარ ენერჯი ჯორჯიამ’’ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content