ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა, რამაც  სოფ. ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

by magda

 

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა, რამაც  სოფ. ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

 

ჩაწყვეტილია გზის სხვადასხვა მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.

 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფ. ჩორდი-ბაჯიხევის შემოვლითი გზით.

 

შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილია, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაითვლის მიყენებულ ზარალს  და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.

 

სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად, იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გიორგი მაქარაშვილი, მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content