ონის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია გრძელდება

30.07.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია გრძელდება.
მიწის სისტემურ რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ანხორციელებს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ინფორმაციითვე, მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.
ამ რეფორმის ფარგლებში სრულებით უფასოდ აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია გარკვეული წინაპირობები, რის შესახებაც მოქალაქეები იქნებიან ინფორმირებული.
სამუშაოები უკვე დაიწყო ონის მუნიციპალიტეტიში და მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს სორის, შეუბანის და ბარის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ზემო ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ მერის წარმომადგენლებს.
სორის ადმინისტრაციული ერთეული – დარეჯან ბაკურაძე – 595 48 60 73
შეუბნის ადმინისტრაციული ერთეული – მინდია მეტრეველი – 599 23 89 58
ბარის ადმინისტრაციული ერთეული – ჯუმბერ ციხისელი – 591 01 03 50
პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და სრულად მოიცავს ონის მუნიციპალიტეტის.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს