ქ.ონში გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

29.07.2024წ.

31 ივლისს და 1 აგვისტოს, ქ.ონში გაიმართება ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ტურნირი ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც 5, 6 და 7 სექტემბერს, ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო