ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სოფელ ღებში ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

by magda

28.09.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სოფელ ღებში ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სოფელ ღების ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დასრულდება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებით სასწავლო პროცესს ღების საჯარო სკოლა განაგრძობს. აღნიშნული საჭიროება განპირობებულია ღების საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე,
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფ. ღების საჯარო სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content