ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან – ლევან ცხვედიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან

by magda

27.06.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან – ლევან ცხვედიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე და ვადებზე.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე. განიხილეს პრობლემური საკითხები მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში და შპს „ ჯეოექსპერტი“ საზედამხევდველო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content