ონის მუნიციპალიტეტში, მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება “ორბელიანი საქართველო”-ს პროექტის: “მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში”

by magda

14.05.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება “ორბელიანი საქართველო”-ს პროექტის: “მეტი ცვლილება, მეტი შესაძლებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში”.
აღნიშნული პროექტი UNDP-ის მხარდაჭერით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განხორციელდა ონში, ლენტეხში და ცაგერში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
პროექტში 70-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებმაც ტრენინგების გავლის და Საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ მონაწილეობა მიიღეს იდეების კონკურსში.
გამარჯვებული ექვსი იდეიდან, თითოეული იდეა თანადაფინანსებული იყო 4.000 ლარით UNDP-სგან, 1.600 ლარით მუნიციპალიტეტისგან, ხოლო ინიციატივის განხორციელებისთვის დარჩენილი თანხა იდეების ავტორებმა სახალხო დაფინანსების გზით, www.orbelianimeti.ge-ს საიტზე შეაგროვეს.
კონკურსის გამარჯვებულმა იდეებმა სახალხო დაფინანსებით, საგანმანათლებლო სივრცეები, ლაბორატორიები, კულტურულ-სოციალური ადგილები, ახალი შესაძლებლობები და საინტერესო გამოცდილებები შექმნეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content