ონის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი გრძელდება

by magda

01.05.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი გრძელდება.
დღეს, 1 მაისს ონის მუნიციპალიტეტის სორის და შქმერის თემის სოფლებში, ახალ ჩორდში სევაში, ონჭევში, ჟაშქვაში, სორგითში და ღუნდაში მასობრივი თერმოსკრინინგი ჩატარდა .
30 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექიმებს . მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცეს , რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის.
2 მაისს მასობრივი თერმოსკრინინგი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღები, გონა , ირი, ქვედი და ქვედრულა ჩატარდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content