ონის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

by magda

30.04.2020წ.

30 აპრილიდან ონის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო.
დღეს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ექიმებს . მთავრობის მიერ მოწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცეს , რაც აუცილებელია მათი უსაფრთხოებისთვის.
დღესვე თერმოსკრინინგი ჩაუტარდა კომანდელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ხირხონისის , ქორთასა და ქრისტესის მოსახლეობას, ასევე ქალაქ ონში გიგა სახელაშვილის დასახლების მცხოვრებლებს .
მასობრივი თერმოსკრინინგი 1 მაისს ონის მუნიციპალიტეტის სორის და შქმერის თემის სოფლებში, ახალ ჩორდში სევაში, ონჭევში, ჟაშქვაში, სორგითში და ღუნდაში გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content