ონის მუნიციპალიტეტში მალე ახალი მუნიციპალური სერვისი ღია სივრცე ‘ქალთა ოთახი’ გაიხსნება

27.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში მალე ახალი მუნიციპალური სერვისი ღია სივრცე ‘ქალთა ოთახი’ გაიხსნება.
27 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსთან ირმა მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა კავკასიის ალიანსების პროგრამის თიმლიდერის მოადგილესთან გიორგი სადუნიშვილთან .
შეხვედრაზე გიორგი სადუნიშვილმა ისაუბრა „ ქალთა ოთახის დანიშნულებასა და საჭიროებაზე მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომს.
„ქალთა ოთახი“ ა(ა)იპ ონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განთავსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება და კეთილმოეწყობა ბიბლიოთკის შენობა, დაიყოფა სხვადასხვა საჭირო ზონად, აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულება შეადგენს 46 000 ლარს, დასრულება იგეგმება 30.10. 2021წელს.
შეგახსენებთ, რომ „ქალთა ოთახი“ – ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე და საინფორმაციო საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და კაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის გაზრდას. დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ გახსნილია 30 ქალთა ოთახი.
აღნიშნული ინიციატივის მხარდამჭერია კავკასიიის ალიანსების პროგრამა, რომელსაც არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსი ახორციელებს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ