ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

16.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
1. სოფელი ღები- საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ ვახტანგ ბუაძე.
ჯამური ღირებულება – 72209,98 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. სოფელი ჭიორა – საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ურიში“
ჯამური ღირებულება -94999,8 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. სოფელი სხანარი – სასმელი წყლის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ თამაზ მაისურაძე
ჯამური ღირებულება – 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
4. სოფელი ქვედრულა – დასასვენებელი სპორტული სავარჯიშო მოედნის მოწყობა.
შემსრულებელი – ი/მ მირიან მეტრეველი.
ჯამური ღირებულება – 10 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content