ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

16.04.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ სორში პროექტის ფარგლებში 830 მეტრი გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 157.760 ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოების მიმდინარეობის მონახულების მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია მეტრეველი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხემძღვანელი გია ბენდიანიშვილი.
სოფელ სორში სანიაღვრე არხების არ არსებობის პრობლება მოსახლეობას აწუხებდა, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, სოფლის სამ პრობლემურ უბანზე კაპიტალური სანიაღვრე არხები მოეწყობა.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა