ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

16.04.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მიმდინარე წელს განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების, მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობის, მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული, სპორტული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ მერმა თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები განუსაზღვრა და შესაბამისი დავალებები მისცა.
სერგი ხიდეშლის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყოველდღიური სამუშაო პროცესი გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს „ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის “დირექტორი -ალექსანდრე გამყრელიძე, შპს „ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი – ნიკოლოზ მაისურაძე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა