ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილესთან – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად ააიპ “ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი”-ს თანამშრომლებს შეხვდა და საჩუქრად სამუშაო ფორმები გადასცა

17.04.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილესთან – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად ააიპ “ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი”-ს თანამშრომლებს შეხვდა და საჩუქრად სამუშაო ფორმები გადასცა.
შეხვედრის დროს, ააიპ “ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა – ფრიდონ ორდინიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას და სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
ააიპ “ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი”-ს ქვეპროგრამის მიზანია, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება და მოსახლეობის უზრუნველყოფა სასმელი წყლით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა