ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს

by magda

07.09.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს.
7 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილეებთან ერთად, სოფელ სამთისში იმყოფებოდა, სადაც სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის სისტემის ცენტრალური მილის შეცვლა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
სამუშაოებს შპს „უნიმშენი“ ახორციელებს. სატენდერო ღირებულება 165000 ლარს შეადგენს და ფინანსდება 100% ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ სამთისში მოსახლეობას შეხვდნენ, რა დროსაც ისაუბრეს აღნიშნულ სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის არსებულ საჭიროებებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content