ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებული სამუშაოებისთვის 2021 წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯა 19,134,044 ლარი

18.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებული სამუშაოებისთვის 2021 წელს რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯა 19,134,044 ლარი, შემდეგი მიმართულებით:
გზების რეაბილიტაცია-მოწესრიგება 1.822.274 ლარი,
ქ.ონში სკოლამდელი დაწესებულების (ბაგა-ბაღი) რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია – 664.905 ლარი.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება – 655.488 ლარი.
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია – 61.700 ლარი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია – 152.000 ლარი.
ონის მუნიციპალიტეტის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები – 12.283.288 ლარი.
ონის მუნიციპალიტეტში მდინარეების ნაპირსამაგრების აღდგენა-რეაბილიტაცია, ლოდნარის და რკინა-ბეტონის მოწყობა – 3.494.389 ლარი.
ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები 2022 წლის იანვრის თვიდან კვლავ აქტიურად გრძელდება.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა