ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

17.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
17 იანვარს, დილიდან გაგრძელდა და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია პიპილეთი-ჟაშქვა-ღუნდა-სორგითის მიმართულებით, როგორც სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე აღნიშნული სოფლების შიდა საუბნო გზები.
გზების წმენდითი სამუშაოები დასრულდა ბარი-მრავალძლის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება.
გზების წმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გრძელდება

Related posts

განცხადება სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ცვლილების შესახებ

ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა