ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

23.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
23 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში, ლევან შერაზადიშვილი გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ასევე კახაბერის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ქალაქ ონში საზოგადოებრივი სივრცეების – ბულვარის რეაბილიტაციის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ იერი” ასრულებს.
1. ქ.ონში საზოგადოებრივი სივრცეების – ბულვარის რეაბილიტაცია.
ღირებულება შეადგენს 664 624 ლარს .
დაფინანსების წყარო – 95 % სახელმწიფო, 5% ადგილობრივი ბიუჯეტი
შემსრულებელი შპს “იერი”
2. კახაბერის ქუჩის რეაბილიტაცია
ღირებულება შეადგენს 442 412 ლარს.
დაფინანსების წყარო – 95 % სახელმწიფო, 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.
შემსრულებელი შპს “იერი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content