ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

19.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
19 აგვისტოს,ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპ საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო – სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ამხანაგობა ,,დელტამშენი”ასრულებს.
ღირებულება შეადგენს 699 900 ლარს, ხოლო დაფინანსებულია 95% -სახელმწიფო და 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელებს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას ულოცავს

ონში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ქალაქი ონი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია