ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

28.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
28 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, ქალაქ ონში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ქალაქ ონის შემოსასვლელში (გადმოსახედი) სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომელიც მოიცავს აღნიშნულ ადგილზე კედლის მოხატვას, სეზონური პავილიონების დადგმასა და დეკორატიული განათების მოწყობას.
აღნიშნული სამუშაოები აქტიურად, გეგმა- გრაფიკზე ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება.
შემსრულებელი – შპს „ მ.პ.ტ.“
ჯამური ღირებულება – 27.234 ლარი.
დაფინანსების წყარო – პროექტი დაფინანსებულია UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, ონის მერიის წარდგინებით
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმიდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content