ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

16.01.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ გიგა ჯაფარიძის სახელობის ქალაქ ონის კულტურის სახლში, სადაც გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,დაგი” , რომლის ღირებულება შეადგენდა 101865 ლარს, ხოლო დაფინანსებული იყო
95% -სახელმწიფო და 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. ამჟამად კულტურის სახლში მიმდინარეობს ობიექტის დასუფთავების და გათბობის სისტემის გამართულად მუშაობის შემოწმების პროცესი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content