ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

21.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ პიპელეთში იმყოფებოდა, ადგილზე გაეცნო საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
1. სოფელი პიპილეთი – საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
ემსრულებელი -ი/მ რუბენ ლუტიძე.
ჯამური ღირებულება – 210 820 ლარი.
დაფინანსების წყარო – სახელმწიფო 100%
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content