ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

20.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ქალაქ ონში ბერშევას სახელობის პარკში მდებარე სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძველი გამგეობის შენობის დემონტაჟი მოინახულა . ადგილზე გაეცნი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
1. სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ცოტნე“
ჯამური ღირებულება – 72823,7 ლარი
დაფინანსების წყარო – სახელმწიფო – 100%.

2. ძველი გამგეობის შენობის დემონტაჟი
შემსრულებელი – შპს „ მეგობრობა 2011
ჯამური ღირებულება – 249999 ლარი.
დაფინანსების წყარო – (ადგილობრივი ბიუჯეტი) 100%..
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში
ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა