ონის მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა, როგორც ქალაქის, ასევე შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები

by magda

01.01.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა, როგორც ქალაქის, ასევე შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები.
სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში შუქი არ მიეწოდება 11 სოფელს, შიდა სასოფლო გზა ამ ეტაპზე ჩაკეტილი აქვს 58 სოფელს.
,,ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები სხვადასხვა დაზიანებულ უბნებზე მუშაობენ, რათა დროულად უზრუნველყონ ელექტრომომარაგების აღდგენა.
ამ დროისთვის, რამოდენიმე ერთეული ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგლოლოს მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს ჩამოსული ზვავის გაწმენდითი სამუშაოები. პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content