ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, გზების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

by magda

23.12.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, გზების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის თოვლის საფარისგან გაწმენდილია ღების, ჭიორის და გლოლის სოფლებში შიდა საუბნო გზები.
23 დეკემბერს აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
გზების წმენდის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content