36
02.10.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ ლოკაციაზე – სოფ. წოლაში მიმდინარეობს.
მონიტორინგის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.
პროექტის პირველ ეტაპზე სოფ. წმენდაურის გადასახვევიდან, სოფ. წოლის მიმართულებით 1 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით, პროექტი გარდამავალია და მე-2 ეტაპის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.
სამუშაოების ღირებულება 359 940 ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.