ონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებულია

by magda

10.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებულია.

ლოკაციები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად პირადად მოინახულა.

ემზარ საბანაძემ მეხანძრე-მაშველებს სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულების და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content