ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში (საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლები) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

02.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში (საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლები) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა.
პროექტი გარდამავალია და ითვალისწინებს 8000 მეტრი გზის ასფალტობეტონით მოწყობის სამუშაოებს.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დაგი +“ გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში განახორციელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 460 000 ლარი შეადგენს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა