ონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი აქტიურად დაიწყო

by magda

28.04.2021წ.

ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი აქტიურად დაიწყო.
28 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან გივი ბენდიანიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად , კომანდლის ადმინისტრაციული ერ\ტეულის სოფლებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სოფლის გზების მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა სოფლის გზებს.
უმოკლეს ვადაში ეტაპობრივად დაიწყება ზამთრის სეზონზე დაზიანებული გების დაპროფილება და დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content