ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისა და მეწყრისგან წმენდის სამუშაოების კონტროლის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

by magda

06.02.2020წ

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისა და მეწყრისგან წმენდის სამუშაოების კონტროლის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე ხელმძღვანელობს, საქმიანობას მონიტორინგს კი პირადად ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე უწევს.

6 თებერვალს მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა სოფელ შეუბანში მიმდინარე სამუშაოები, რაც ასფალტის საფარის სპეციალური ქვიშა-მარილით დამუშავებას მოიცავს.

ასევე მონიტორინგი ჩაუტარდა საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში: საკაოში, ბორცოში, ხიდეშლებსა და მაჟიეთში გზის წმენდის სამუშაოებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content